გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში ჰაეროს ტემპერატურამ, შესაძლოა, 41 გრადუსამდე მოიმატოს.
რუსეთის სამოქალაქო სექტორები ეკონომიკის „მართვად გაგრილებას“ სულ უფრო მეტად გრძნობენ: ქვეყნის სამოქალაქო ეკონომიკა ზედიზედ მეხუთე თვეა, ეცემა.
უკრაინულმა დრონებმა რუსეთის როსტოვის ოლქში სარკინიგზო ინფრასტრუქტურას დაარტყეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია რუსულ „ტელეგრამ“ არხებზე დაყრდნობით ავრცელებს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციით, სენაკის მერმა თავისი მეგობრისა და ბიზნესპარტნიორის მამას 7 მილიონ ლარზე მეტი სახელმწიფო შესყიდვა მისცა.
ეს არის ღირსების საკითხი! არ ვაპირებ მივწერო ადამიანს, რომელზე უკეთესი პრეზიდენტიც ვიქნებოდი მესამე კლასში და არც ვიცი, წაიკითხავს თუ არა, - ამის შესახებ საპროტესტო აქციებზე დაკავებულმა იუმორისტმა, ონისე ცხადაძემ სასამართლო სხდომაზე განაცხადა.
თავდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ხაინდრავას, ამავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, ვლადიმერ ღუდუშაურს და ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმას, ვასილ მხეიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.
ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილე ვახუშტი ბაგრატიონთან და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ლევან დარახველიძესთან ერთად, გზების მშენებელი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.
მე რომ არა, ახლა მსოფლიოში ექვსი დიდი ომი იქნებოდა, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა შოტლანდიაში, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან, კირ სტარმერთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
დონალდ ტრამპის ყოველი ახალი ულტიმატუმი მუქარა და ომისკენ გადადგმული ნაბიჯია, არა რუსეთსა და უკრაინას შორის, არამედ მის ქვეყანასთან, - ასე ეხმაურება მედვედევი ტრამპის განცხადებას, რომლის თანახმადაც ვლადიმერ პუტინისთვის მიცემულ 50-დღიან ვადას 10 ან 12 დღემდე ამცირებს.
ქართული მობილური ოპერატორი “სელფი მობაილი”, რომელიც 1.42 მილიონ აბონენტს ემსახურება, მსოფლიოს წამყვანი eSIM პლატფორმის Airalo ექსკლუზიური პარტნიორია საქართველოში.