თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო გალუსტაშვილმა აქციაზე დაკავებული 11 პირისთვის აღკვეთის ღონისძიება პატიმრობის გაუქმების თაობაზე არცერთი ადვოკატის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და ყველა ბრალდებული კვლავ პატიმრობაში დატოვა.
დმანისის რაიონში სოფელ ოროზმანთან, არქეოლოგიურმა ექსპედიციამ გიორგი ბიძინაშვილის ხელმძღვანელობით ადრეული ჰომინიდის ქვედა ყბა აღმოაჩინა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საქართველოში 4 აგვისტომდე ჰაერის მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება.
ჩინეთში ძლიერი წვიმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 44-მდე გაიზარდა, ცხრა კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) სს „თელასი” და სს „ენერგო პრო ჯორჯია” ელექტროენერგიის ხშირი წყვეტების გამო დააჯარიმა. ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.
საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2025 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 6.3 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2025 წლის პირველი ექვსი თვის საშუალო მაჩვენებელი 8.3 პროცენტით განისაზღვრა.
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ აშშ-ში ვიზიტისას დაიცვან კანონი,წინააღმდეგ შემთხვევაში, სამართლებრივ პრობლემებთან ერთად, შესაძლებელია ვიზასთან დაკავშირებული პრობლემებიც შეექმნათ.
პოლონეთის ხელისუფლება რამდენიმე ქვეყნისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ განაცხადის შეტანას აპირებს.
არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს“ ინფორმაციით, 2025 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ 6.6 მლნ ლარის ოდენობის შემოწირულება მიიღო, რაც ყველა პარტიის მიერ მიღებული შემოწირულების 87%-ია.
ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი მოსახლეობას აფრთხილებს წყლის მაცივარში შენახვის წესთან დაკავშირებით.