სტატისტიკის ეროვნული სამსახური საქართველოში მომსახურების საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ 2024 წლის მონაცემებს აქვეყნებს.
თბილისის მერიის ინფორმაციით, რიყისა და ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგირო გზა ზამთრის განრიგზე გადადის.
პირველი სამი კვარტლის, იანვარ-სექტემბრის მონაცემებით, ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 7.7%, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
გვინდა დავიწყოთ მუშაობა ქვეყნის განვითარების 10-წლიან სტრატეგიაზე 2026-2035 წლების ჩათვლით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2025 წლის ეკონომიკური ზრდის წინასწარ შეფასებას აქვეყნებს.
მდინარე საჩინოს სახიდე გადასასვლელზე სამუშაოები განსაზღვრულ ვადაზე ადრე დასრულებულია და ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია ორივე მიმართულებით.
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის, Wijnimport Bleeker-ის ორგანიზებით, ნიდერლანდების სამეფოში, ქალაქ მაასტრიხტში საერთაშორისო გასტრონომიულ ფესტივალზე Folie culinaire ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა.
ჩინეთი ამერიკული ენერგორესურსების შეძენას დაიწყებს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის სექტემბერში სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 2 689 პირის მიმართ. აქედან გამოსაცდელი ვადის გასვლამდე დანაშაული ჩადენილია 157 პირის მიერ, რაც დევნადაწყებული პირების 5,8%-ს შეადგენს.
საქართველოში 2025 წლის იანვარ-სექტემბერში გაცემულია 8 597 ნებართვა (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.8 პროცენტით ნაკლები) 8 483.4 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.0 პროცენტით ნაკლები).