გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. მათი ცნობით, 7 ნოემბრამდე საქართველოში შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
ჩენდლერის ინსტიტუტი კარგი მთავრობის 2025 წლის ანგარიშის ფარგლებში, გრძელვადიანი ხედვის რეიტინგს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც საქართველოს მთავრობა ევროპის საუკეთესო სამეულშია.
ევროპის სახელით გველაპარაკებიან პოსტსაბჭოთა ადამიანები - გორბაჩოვის თანამებრძოლი რასა იუკნევიაჩიენე და ასტრახანში დაბადებული და გაზრდილი სერგეი ლაგოდინსკი, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოში ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა დემოკრატიის სერიოზული უკუსვლა აჩვენა.
პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მიხეილ ყაველაშვილს კატარის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე ვარლამ (ვაკო) ავალიანის კანდიდატურა წარუდგინა.
მექნება შეხვედრები მოსახლეობასთან, უკვე თბილისის მერიაში 16:00 საათიდან 18:00 საათამდე, რაც მომცემს შესაძლებლობას პირისპირ გავესაუბრო თბილისელებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ამ ეტაპზე ის უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი „ტომაჰაკვის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტების მიწოდებას არ განიხილავს.
ქვემო ქართლის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა ბოლნისში, სახელმწიფო ტყეში, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი მონიტორინგის მიზნით განთავსებული ვიდეოხაფანგის საშუალებით გამოავლინეს.
დიდ ბრიტანეთში დანით თავდასხმის შედეგად 10 ადამიანი დაშავდა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ოთხ ქალაქში - ამბროლაურში, გურჯაანში, ახალციხეში და კასპში (ვარჯაანის ტბის მიმდებარედ) ახალი პარკების პროექტირებაზე კონკურსები გამოაცხადა.
ავიაკომპანია „Vision Air“-მა საქართველოსა და მოლდოვის დედაქალაქებს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.