თბილისის მერიის მიერ, ბაგები-წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე, ბაგებისა და კაკლების დასახლების გადასახვევამდე მონაკვეთში მეწყრული ზონა გამოვლინდა, რის გამოც საჭირო გახდა პრევენციული ზომების მიღება.
მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარედ მეწყრული ზონის შემსწავლელი სამუშაო ჯგუფი გერმანელ სპეციალისტებთან ერთად, დღეს, კიდევ ერთხელ დააკვირდა მოცემულ რეალობას.
როგორც კომპანია "ეკოვუდში" აცხადებენ, პირველად საქართველოში მოდულური სახურავები „ეკოვუდის" ქსელში გაიყიდება.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ვისაც ხშირად აქვს ფილერი გამოყენებული, „ფაიზერით“ ვაქცინაციის შემდეგ, შესაძლოა, ადგილობრივი გართულებები ჰქონდეს.
კორონავირუსზე საყოველთაო ვაქცინაციაზე რეგისტრაცია აპრილის შუა რიცხვებამდე დაიწყება, ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებთან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.
მაესამე დღეა ცაგერის მუნიციპალიტეტში სტიქიას უშედეგოდ ებრძვიან. სოფელ ღუშში ათი ოჯახი გარესამყაროს არის მოწყვეტილი.
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით სულ 25 638 კვლევა ჩატარდა, აქედან 15 093 ანტიგენის ტესტით და 10 545 კი PCR ტესტით.