საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 24 დეკემბრიდან - 2 იანვრის ჩათვლით შეზღუდვების შემსუბუქება არ განხოციელდეს სრული მოცულობით.
24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე დიდ ქალაქებში - თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში, გორში, ზუგდიდში ფოთსა და თელავში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადადგილების შეზღუდვა ძალაში რჩება.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატი ნათია თურნავა სასტუმრო ინდუსტრიის წარმომადგენლებს შეხვდა და მათ კიდევ ერთხელ გააცნო ის რეგულაციები, რომელიც კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ახალი წლის ღამეს იმოქმედებს,- ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 42 პაციენტი გარდაიცვალა. ხოლო ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 740 პირი, ჯამში კი გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 188 408-მდე.
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 064 ახალი დადასტურებული შემთხვევა,-ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ავიაკომპანია Wizz Air-ის გენერალური დირექტორის ჯოზეფ ვარადის განცხადებით, Wizz Air-ი ქუთაისის აეროპორტში ბაზას სავარაუდოდ, 2021 წლის გაზაფხულისთვის დააბრუნებს. ამის შესახებ მან „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა.
ეკონომიკის და მდგრადი მინისტრობის კანდიდატის ნათია თურნავას განცხადებით, თუკი სავაჭრო ობიექტების გახსნის გადაწყვეტილება იქნა მიღებული, ის განსაკუთრებული ზომებით დაიტვირთება.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, ავტოტრანსპორტის ტექნიკური დათვალიერების პროგრამას დიდი ხარვეზი აქვს.
„რა პოლიტიკა გექნებათ, როდესაც დაიწყება პანდემიის უარყოფითი ეფექტების შესუსტება, ბიზნესების და კერძო სექტორის დარესტარტების კუთხით?“ - ამ კითხვით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატ ნათია თურნავას პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანმა მიმართა.
ფინანსთა მინისტრობის კანდიდატის ივანე მაჭავარიანის შეფასებით, საქართველო პირველ ადგილზეა პანდემიური დახმარებების ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით, რომელსაც ქვეყანა დონორი საერთაშორისო ორგანიზაციებიდან იღებს. ამის შესახებ მჭავარიანმა პარლამენტში 5 კომიტეტის გაერთიანებული კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.