თბილისის მერია სოფელ ბეთანიის კურორტის განვითარების კონცეპტუალური დიზაინის შედგენასა და პროექტის სავარაუდო ღირებულების დადგენის მიზნით ბაზრის კვლევას აცხადებს.
დუბაის საერთაშორისო აეროპორტში ავიარეისების აღდგენა თანდათან მიმდინარეობს მას შემდეგ, რაც დღეს, დრონით თავდასხმის შედეგად გამოწვეული საწვავის ავზის ხანძრის გამო, ფრენები დროებით შეაჩერეს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
საქართველოში პირველადი მოხმარების გარკვეულ პროდუქტებზე ფასები 2.5-ჯერ უფრო დაბალია, ვიდრე ევროპის ქვეყნებში, - ამის შესახებ „ორი ნაბიჯის“ გენერალურმა დირექტორმა, არჩილ მელიქაძემ პარლამენტში, "ფასების კომისიის" სხდომაზე განაცხადა.
თბილისის მერიის მიერ 2026 წლის 13 თებერვალს ხელახლა გამოცხადებულ ₾416-მილიონიან ტენდერთან დაკავშირებით, კომპანიებს მთელი რიგი კითხვები აქვთ - ამის შესახებ ტენდერის თანდართული დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომელსაც საერთაშორისო კომპანიების მხრიდან ათობით კითხვა მოჰყვა.
ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამო, 17 მარტს, 00:00-დან 23:00 საათამდე აბანოს ქუჩაზე, იოსებ გრიშაშვილის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება.
სახელმწიფოს და კერძო სექტორის ერთობლივი ამოცანაა საექსპორტო პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოება და ახალ, მაღალ მხარჯველუნარიან საერთაშორისო ბაზრებზე დამკვიდრება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
გერმანიის ქალაქ დუსელდორფში, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების საერთაშორისო გამოფენაში „ProWein Dusseldorf 2026“, ღვინის ეროვნული სააგენტოს და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებელი 26 კომპანია მონაწილეობს.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს საქართველოს საკითხს განიხილავენ, - ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრის წინ გამოქვეყნებულ წინასწარ დღის წესრიგში წერია.
ევროკავშირის საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები კიდევ 6 თვით გაახანგრძლივა. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაღჩის თქმით, აშშ-ის უსაფრთხოების ქოლგა, რომელსაც ასე აქებდნენ, გახვრეტილი აღმოჩნდა.