საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს შაიხა ნასერ ალ ნოვაისს შეხვდა.
1-ელი მაისიდან, თბილისის მერია ფილტვის კიბოს სკრინინგის დაფინანსების პროგრამას დაიწყებს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
ძლიერი ქარის გამო თბილისის აეროპორტიდან ოთხი რეისი გაუქმდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიასა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ბრენდან ჰანრაჰანს შორის გამართული შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ევროპულ და ევრაზიის საქმეთა ბიუროს ხელმძღვანელის ბრენდან ჰანრაჰანისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლაშა დარსალიას შეხვედრის შესახებ იუწყება.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ევროპელი სოციალისტები“ სახელმწიფო ბანკის დაფუძნების წინადადებით გამოდის. აღნიშნული ინიციატივა პარტიის ლიდერმა, ილია ინჯიამ, საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე გააჟღერა.
კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ცნობით, მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, მიმდინარე წლის იანვარში, GCCA-ში - 190 განაცხადი დაფიქსირდა, ხოლო შემოსული ზარების რაოდენობამ 524 შეადგინა.
2025 წელს, სურსათის უვნებლობის მიმართულებით, სხვადასხვა პროფილის ბიზნესოპერატორებთან 40 ათასამდე სახელმწიფო კონტროლი (ინსპექტირება, დოკუმენტური შემოწმება, მონიტორინგი და ზედამხედველობა) განახორციელეს.
2026 წლის იანვარში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 1.2 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4.8 პროცენტი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკიას ეროვნული სამსახურ აქვეყნებს.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შეხვდება.