გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენლობის ინფორმაციით, 22 ივლისს, ზუგდიდში, აგრიჯორჯიას (ფერეროს თხილის კომპანია) საწარმოში თხილის მწარმოებელთა დღე გაიმართება.
თბილისის მერია დიდი დიღომი-დიდუბის ტრამვაის ხაზის მშენებლობის დაწყების პარალელურად, 10 ერთეული ტრამვაის მოძრავი შემადგენლობის შესყიდვაზე ცალკე ტენდერს გამოაცხადებს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა ტრამვაის ინფრასტრუქტურული პროექტის გამარჯვებული კომპანია.
N344 მარშრუტი სადგურის მოედნამდე გაგრძელდა და ექვსი ერთეული 12-მეტრიანი ავტობუსი დაემატა. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
თბილისის მერიამ დედაქალაქში ტრამვაის ხაზის გაყვანის მიზნით, გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული გამოავლინა. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, სახელმწიფო კონტროლი განახორციელეს თევზის შესაბოლ საწარმოში - შპს“ კობი თევზი“.
ქართველ ტურისტებს ჩინეთის მთავარ ფინანსურ, ტექნოლოგიურ და ტურისტულ ქალაქში პირდაპირი ფრენით სტუმრობა შეეძლებათ.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ იორდანიის ვიცე-პრემიერ და საგარეო საქმეთა მინისტრ აიმან საფადისთან შეხვედრისას ირანის მიერ ქვეყანაზე ბოლო დროს განხორციელებული დარტყმები დაგმო და მათ მიუღებელი უწოდა, - ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
2030 წლის 1-ელი იანვრიდან ევროკავშირის აეროპორტებში ჩემოდნების პლასტიკურ ფირში შეფუთვა აღარ იქნება შესაძლებელი, რაც ამჟამად ბარგის დაზიანების, ჭუჭყის ან ტრანზიტის დროს შემთხვევითი გახსნისგან დასაცავად კეთდება.
ირანსა და აშშ-ს შორის განახლებული სამხედრო დაპირისპირების გამო, ევროკავშირის ავიაციის უსაფრთხოების სააგენტო (EASA) ავიაკომპანიებს ურჩევს, რომ თავი შეიკავონ ბაჰრეინის, ქუვეითის, კატარის, არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და ომანის ყურის საჰაერო სივრცეში ფრენებისგან, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გუდაურში 18 ივლისიდან ზაფხულის სეზონი იხსნება - ამის შესახებ ინფორმაციას „მთის ტრასების სააგენტო“ (MTA) ავრცელებს.