უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიება ჩაატარეს, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
რუსებმა უკრაინის ქალაქ ოდესას დრონებით შეუტიეს, რომლის დროსაც 10 დარტყმა განხორციელდა, რამაც ხანძარი გამოიწვია, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საგანგებო სიტუაციების სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ისრაელის საჰაერო ძალებმა ღამით თეირანში ავიაიერიშები განახორციელა, რომლის სამიზნეც ირანის ათობით სამხედრო ობიექტი და ბირთვული კვლევის ობიექტი იყო, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალები იუწყება.
ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წევრებთან გაცნობითი და სამუშაო შეხვედრა გამართა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უნაღდო ფორმით ვალუტის გაცვლის ოპერაციების განხორციელებისათვის მარეგულირებელი ჩარჩო შეიმუშავა.
ევროპარლამენტმა რეზოლუცია სახელწოდებით „მედიის თავისუფლება საქართველოში, განსაკუთრებით მზია ამაღლობელის საქმე“ მიიღო. რეზოლუციას მხარი 324 ევროპარლამენტარმა დაუჭირა, 25 წინააღმდეგ წავიდა, ხოლო 87-მა თავი შეიკავა.
იურიდიული ფირმა „ბიელსი“, რომელიც 2000 წელს პროფესიონალი იურისტების მიერ დაარსდა და 25 წლიან საქმიან გამოცდილებას ითვლის, „საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ წევრი გახდა.
ბელგიის სამეფოს დედაქალაქ ბრუსელში, ბუნებრივი ღვინოების და ალკოჰოლიანი სასმელების მესამე გამოფენაზე „Atomic PIF” ქართული ღვინის წარდგენა ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის „FLOW SRL“ ორგანიზებით გაიმართა.
2025 წლის იანვარ-მაისში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ 2.594 მლრდ დოლარი შეადგინა.
მიმდინარე წლის პირველ კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 21.798 მლრდ ლარს გაუტოლდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემების მიხედვით, საანგარიშო პერიოდში რეალური მშპ-ის ზრდამ 9.8% შეადგინა.