ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა საბჭო 23 ივნისის სხდომაზე საქართველოს საკითხს განიხილავს.
ისრაელი ტურისტებს ქვეყნის დასატოვებლად სპეციალური ფრენებით დაეხმარება. ამის შესახებ განცხადებას ისრაელის ტურიზმის სამინისტრო ავრცელებს.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი “დიდი შვიდეულის” სამიტზე ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
იმ ფონზე, როდესაც პრეზიდენტი პუტინი დაუნდობლად აძლიერებს თავდასხმებს უდანაშაულო უკრაინელების წინააღმდეგ, გაერთიანებული სამეფო რუსეთზე ზეწოლას აძლიერებს და მის წინააღმდეგ 100 ახალ სანქციას აწესებს, - ინფორმაციას გაერთიანებული სამეფოს მთავრობა ავრცელებს.
თბილისის მერი კახა კალაძე მოუწოდებს მოქალაქეებს, დასამუხტი მოწყობილობებით სპეციალურად აღჭურვილი პარკირების ადგილები მხოლოდ და მხოლოდ შესაბამისი მიზნით გამოიყენონ.
საკონტეინერო გადაზიდვების ინდექსი (Containerized Freight Index) 17 ივნისის მდგომარეობით უცვლელად, 2.088.24 პუნქტზე ივაჭრება.
გმირთა მოედანზე მდებარე ესტაკადას გეგმური გამოკვლევა-გამოცდის სამუშაოები ჩაუტარდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
ევროპარლამენტში ხვალ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმეზე დებატები გაიმართება.
ლიბერთი არაუზრუნველყოფილ სამომხმარებლო სესხებზე საზაფხულო კამპანიას ‘რას ფიქრობ?’ იწყებს, რომლის ფარგლებშიც მომხმარებელს კონკურენტულ პირობებს სთავაზობს.
აშშ-ის „ჰელსინკის კომისია“ აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობა თავს ესხმის ყველას, ვინც დემოკრატიისთვის ბრძოლას ბედავს და რომ „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის დაკავება ამის ერთ-ერთი მაგალითია.