საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
პარლამენტის ახალი რეგლამენტის ამოქმედების შედეგად, რამდენიმე საპარლამენტო ინსტრუმენტი გაუქმდება.
მაღალ და დაბალხარისხიან ყურძენზე ფასში მნიშვნელოვანი სხვაობა იქნება. ყურძნის ხარისხში, შაქრიანობასთან ერთად, იგულისხმება ყურძენი სიჯანსაღე, რაც დაავადებების არარსებობას ნიშნავს“, - განაცხადა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლამ.
სატარიფო პაუზით გამოწვეული აქციების ზრდის შედეგად მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების მთლიანი ქონება 304 მლრდ დოლარით გაიზარდა, რაც Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსის ისტორიაში ყველაზე დიდი ერთდღიანი ზრდაა.
თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განმარტავენ, რატომ გათავისუფლდა 4 საბავშვო ბაგა-ბაღის დირექტორი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, უახლოეს დღეებში საქართველოში შენარჩუნებული იქნება გრილი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. სინოპტიკოსების პროგნოზით, თბილისში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს.
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი სიტყვით გამოვიდა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის, საერთაშორისო საგადასახადო და საინვესტიციო ცენტრის ერთობლივი ინიციატივით გამართულ რიგით, მე-17 აბრეშუმის გზის საგადასახადო ფორუმზე.
ჩვენი მთავარი პრიორიტეტია ევროკავშირის წევრი სახელმწიფო გავხდეთ. ამ სფეროში, ამ მიმართულებით გარკვეული გამოწვევები გვაქვს,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, თურქეთში, ანტალიის დიპლომატიის ფორუმზე განაცხადა.
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) ინფორმაციით, 2025 წლის პირველ კვარტალში, საქართველოში 2552 კონცენტრაცია დარეგისტრირდა.
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, დონალდ ტრამპის მიერ ამ კვირაში მიღებული გადაწყვეტილება, 90 დღით შეაჩეროს ქვეყნებისთვის ტარიფების დაწესება, მხოლოდ მყიფე პაუზაა.