ლოს-ანჯელესის ცენტრალურ ნაწილში, სადაც საიმიგრაციო რეიდების საწინააღმდეგო აქციები მიმდინარეობს ე.წ. საგანგებო „კომენდანტის საათი“ დაწესდა, - ამის შესახებ ქალაქის მერმა, კარენ ბასმა განაცხადა.
14-15 ივნისს, ,,შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში “, სტარტს აიღებს Georgia Fashion Week / საქართველოს მოდის კვირეულის მე-5 სეზონი .
საქართველოს საპენსიო ფონდი ფონდის საინვესტიციო პორტფელების 2025 წლის მაისის თვის შედეგებს აქვეყნებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 11-12 ივნისს ოფიციალური ვიზიტით უნგრეთს ეწვევა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს პარტნიორი კომპანიის Vinoveli Inc-ის ორგანიზებით, ქართული ღვინის დეგუსტაცია ამერიკული სადისტრიბუციო კომპანიის, M.S. Walker-ის ნიუ იორკის ოფისში გაიმართა.
საქართველო სავაჭრო და საინვესტიციო რისკის ინდექსში 8 პოზიციით ჩამოქვეითდა. ამის შესახებ Fitch-ის ანგარიშშია აღნიშნული.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ გელა გელაძეს ახალი მოადგილე ჰყავს.
შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე ზვიად ხარაზიშვილს („ხარებას") რომან ქარცივაძე ჩაანაცვლებს.
მთავრობამ მიხეილ ყაველაშვილს აშშ-ში საქართველოს ელჩად თამარ ტალიაშვილის კანდიდატურა წარუდგინა.
დღეიდან, თბილისიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისკენ მიმავალი ავტობუსების გასვლის წერტილი იცვლება.