,,საქსტატის” წინასწარი შეფასებით, 2026 წლის ივნისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 8.6% შეადგინა, ხოლო პირველი ექვსი თვის საშუალო მაჩვენებელი 7.9%-ით განისაზღვრა.
ნაურუს მთავრობა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებს.
ავსტრია და იტალია მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტით, ბრენერის მთავარი გვირაბით ერთმანეთს დაუკავშირდა, რომელიც ევროკავშირის მხარდაჭერით შენდება.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში 2026 წლის იანვარ-ივნისში 5 391 სამშენებლო ნებართვა გაიცა.
კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) მომხმარებლის ჩემოდნის დაზიანებისა და ანაზღაურებაზე უარის თქმის გამო დარღვევა დაუდგინა.
საქართველოს მთავრობის დადგენილებით სახელმწიფო უნივერსიტეტების დაფინანსების ახალი მოდელი დამტკიცდა, რომელიც 2026–2027 სასწავლო წლიდან ეტაპობრივად ამოქმედდება. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
ვაკის რაიონში, ნაფარეულის ქუჩის N12-14-ში დაზიანებული წყლისა და წყალარინების ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების მიზნით, 2 და 3 აგვისტოს, ღამის საათებში სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
2026 წლის პირველ ნახევარში საქართველოში ხორცისა და ხორცის სუბპროდუქტების იმპორტი წლიურად 22%-ით გაიზარდა - ამის შესახებ ირკვევა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებიდან.
აზიის განვითარების ბანკმა (ADB) დაამტკიცა 250 მილიონი დოლარის ($) სესხი თბილისის სტრატეგიული მნიშვნელობის შემოვლითი გზის მშენებლობის მხარდასაჭერად, რაც გააუმჯობესებს საგზაო დაკავშირებას, შეამცირებს სატრანსპორტო გადატვირთვას და გააძლიერებს საქართველოს, როგორც რეგიონული სატრანსპორტო ჰაბის როლს.
2026 წლის II კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 1.7 მილიონი შემოსვლა დაფიქსირდა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 4.9%-ით ნაკლებია.