2026 წლის II კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 1.7 მილიონი შემოსვლა დაფიქსირდა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 4.9%-ით ნაკლებია.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა ოფისმა საქართველოს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა წარმატებულ მოდელად აღიარა.
ფინანსთა სამინისტრო დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის ზღვრის 100 000-დან 300 000 ლარამდე გაზრდის ინიციატივას მხარს არ უჭერს.
რეგიონული პოლიტიკის ეფექტიანი აღსრულება დღეს არის სახელმწიფოს საგანგებო მნიშვნელობის ამოცანა, რომლის შესრულება მამუკა მდინარაძეს, როგორც განსაკუთრებული პოლიტიკური და მენეჯერული გამოცდილების მქონე პოლიტიკოსს, ყველაზე უკეთ შეუძლია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება ნაურუს რესპუბლიკის აღმასრულებელი ორგანოს, ნაურუს კაბინეტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას „ნაურუს რესპუბლიკასა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას, ასევე ცნობილს როგორც სახელმწიფო ალანიას შორის“ და „ნაურუს რესპუბლიკასა და აფხაზეთის რესპუბლიკას შორის” დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმების შესახებ.
აქტიურად მიმდინარეობს რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის პროექტი, რომელმაც ათეულ წელს უნდა გაუძლოს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
როგორც საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ბანკმა მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად შეინარჩუნა.
დონალდ ტრამპის განცხადებით, ვოლოდიმირ ზელენსკისთან და ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრებმა კარგად ჩაიარა.
აბიტურიენტებისათვის 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოქვეყნება დაიწყო.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორ მიხეილ გოგოლიძესთან და ფოთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე დავით კვიციანთან ერთად, ქალაქ ფოთში ნარჩენების გადამტვირთავი თანამედროვე სადგურის მშენებლობის პროცესს გაეცნო.