ბოლო ესკალაცია დაუნდობელი შეხსენებაა, რომ რუსეთი იყო და რჩება აგრესორად, საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევით. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიაენი პლატფორმა X-ზე წერს და ეხმაურება რუსეთის სარაკეტო თავდასხმას უკრაინის ქალაქ სუმზე.
სუმზე რუსული ბალისტიკური რაკეტის დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა.
გულსატკენი კადრები სუმიდან დღეს დილით, სადაც მოსახლეობა ბზობის კვირა დღეს შეიკრიბა, მაგრამ რუსული რაკეტები დახვდათ, - ასე ეხმაურება კაია კალასი რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქ სუმზე განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას.
პარლამენტი პოლიტიკური პარტიების აკრძალვის თაობაზე ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვას იწყებს
პარლამენტი პოლიტიკური პარტიების აკრძალვის თაობაზე ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვას იწყებს.
თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში კიდევ ერთმა ევროპულმა ავიაკომპანიამ დაიწყო ოპერირება. ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის, იგორ კლიმენკოს განცხადებით, რუსების მიერ უკრაინის ქალაქ სუმზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე 20 დაშავდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
რომ არა ის დაკვეთა, რომელიც მიიღო სააკაშვილის რეჟიმმა და შეასრულა, ბუნებრივია, არ იქნებოდა არც ომი და არც მსხვერპლი,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გიორგი ანწუხელიძესთან დაკავშირებით თეა წულუკიანის განცხადების თაობაზე ჟურნალისტებს განუცხადა.
სირთულეები PACE-სთან გვაქვს, სადაც ის ცნობილი გადაწყვეტილებები იქნა მიღებული და ვენეციის კომისიასთან, რომელიც საერთოდ პატივს არ სცემს სამართლებრივ პრინციპებს, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
ჩვენთვის საინტერესო იქნებოდა 64 მუნიციპალიტეტში ყველა ამ ოპოზიციური პარტიის კიდევ ერთხელ დამარცხება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ თურქეთში თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობის თაობაზე ჟურნალისტებს განუცხადა.
დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით ზოგან ხანმოკლე წვიმა, მთაში თოვლი, დღისით უმეტესად უნალექოდ.