აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი დღეს სტამბოლში გამართულ რუსულ-ამერიკულ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ ადამიანის უფლებების გლობალური სანქციების რეჟიმის ფარგლებში 4 პირი დაასანქცირა, - ინფორმაცია გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ვებგვერდზეა განთავსებული.
უნივერსიტეტისა და ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი გვირაბის სამუშაოები ერთ თვეში დასრულდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE), 89 ხმით 3-ის წინააღმდეგ, საქართველოზე რეზოლუცია მიიღო.
საქართველო მძიმე დემოკრატიულ უკუსვლას განიცდის, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოში არსებული სიტუაციის შესახებ მიმდინარე დებატებზე დეპუტატმა საბინა ჩუდიჩმა (ბოსნია და ჰერცეგოვინა) სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობა ინოვაციურ სტარტაპ კომპანიებს საგადასახადო შეღავათებს სთავაზობს. პარლამენტში უკვე შევიდა ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ მომზადებულ კანონპროექტი.
თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტები წარმოდგენილი არიან საერთაშორისო პლატფორმა Routes Europe 2025-ზე, რომელიც ესპანეთის ქალაქ სევილიაში იმართება, – ამის შესახებ ინფორმაციას „ტავ ჯორჯია“ ავრცელებს.
საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშის მიხედვით, საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების მოცულობამ 2025 წლის თებერვლის ბოლოსათვის 57.98 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 978.11 მილიონი ლარით, ანუ 1.66%-ით ნაკლებია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა, ბანკთაშორისი სესხების გარდა, 2025 წლის თებერვალში, წინა თვესთან შედარებით 108.11 მილიონი ლარით, ანუ 0.17%-ით შემცირდა და თებერვლის ბოლოს 62.58 მილიარდი ლარი შეადგინა.
დეპუტატებს ხელფასის 5% დაუკავდებათ არა მხოლოდ საპარლამენტო კომიტეტის და პლენარული სხდომის დატოვების შემთხვევაში, რასაც მოქმედი რეგლამენტი ითვალისწინებს, აგრეთვე ბიუროს სხდომისა და დროებითი კომისიის სხდომის დატოვების შემთხვევაშიც.