გუშინ ჩვენ ვნახეთ როდიონოვები - სხვადასხვა ტანისამოსში, სხვადასხვა სქესში და ასაკში. ყველა, ვინც თავს ესხმოდა იქ ადამიანებს, ყველა ეს პირი თავისი არსით აგრძელებს იმ საქმეს, რაც მაშინ ნიჩბებით შეიარაღებულმა საბჭოთა რუსმა ჯარისკაცებმა ჩაატარეს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
კომპანია „თბილისი ენერჯის“ ცნობით, დიდ დიღომში გაზმომარაგების ქსელის რეკონსტრუქციის გამო, ხვალ, 11 აპრილს, 10:00 საათიდან 14:00 საათამდე, 3700 აბონენტს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება.
გერმანია მოქალაქეობის მინიჭების მიდგომას გადახედავს და მიგრაციაზე კონტროლს გაამკაცრებს. ამის შესახებ ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის (CDU) თავმჯდომარემ და ქვეყნის მომავალმა კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა ბრიფინგზე განაცხადა.
დომინიკის რესპუბლიკაში ღამის კლუბის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 184-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, სატარიფო გეგმასთან დაკავშირებით კურსის შეცვლის გადაწყვეტილება „გულიდან მომდინარეობდა“ და იურისტებთან კონსულტაციის გარეშე მიიღო.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით დღეს გადაუდებელ დებატებს გამართავს, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვეგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
2025 წლის მარტში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულებამ 6.93 ლარი შეადგინა, რაც 2024 წლის მარტთან შედარებით 8.3%-იან ზრდას აღნიშნავს. თუმცა, თვიურ ჭრილში, 2025 წლის თებერვალთან შედარებით, ფასი 1.6%-ით შემცირდა - ინდექსს ტრადიციულად ISET-ი აქვეყნებს.
2025 წლის 8 აპრილს საბერძნეთის პარლამენტში ხმათა უმრავლესობით დამტკიცდა შეთანხმება „საქართველოსა და საბერძნეთის რესპუბლიკას შორის ეროვნული მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებისა და გადაცვლის შესახებ”.
უეფას გადაწყვეტილებით, საქართველოს ნაკრები უეფას ეგიდით დაგეგმილ ერთ მატჩს უმაყურებლოდ ჩაატარებს. ამის შესახებ ინფორმაციას ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სხვა ქვეყნებისთვის ტარიფების შემოღებას 90 დღით აპაუზებს, ჩინეთისთვის კი 125%-მდე ზრდის. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი პლატფორმა Truth Social-ზე წერს.