ქარიშხალი „მელისა“ მეხუთე კატეგორიამდე გაძლიერდა და რამდენიმე საათში იამაიკას „სიცოცხლისთვის საშიში შტორმი“ დაატყდება თავს. ამის შესახებ „სქაინიუსი“ ქარიშხლების ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას.
მთავრობა ბელარუსთან საზღვრის დაკეტვის გეგმას განახორციელებს, რომელიც მხოლოდ იმ დიპლომატებსა და ევროკავშირის მოქალაქეებს არ შეეხებათ, რომლებიც ბელარუსს ტოვებენ, - ამის შესახებ ლიეტუვის პრემიერ-მინისტრმა, ინგა რუგინინემ უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა Bmatch პლატფორმაზე განხორციელებული ინტერვენციების შედეგად სავალუტო რეზერვები 100.0 მილიონი დოლარით შეავსო და ქვეყნის საერთაშორისო რეზერვების მოცულობა სექტემბრის მდგომარეობით 5.4 მლრდ დოლარს აჭარბებს. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის „Le Pont Caucasien“ ორგანიზებით, საფრანგეთის ქალაქ ნიცაში გამართულ ღვინისა და გასტრონომიის ფესტივალზე „Salon Savim TERRAVINI” ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა.
თბილისში უძრავი ქონების ქირის ფასი 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შემცირებულია. ამის შესახებ "თიბისი კაპიტალის" მიერ გამოქვეყნებულ საცხოვრებელი უძრავი ქონების ყოველთვიურ მიმოხილვაშია აღნიშნული.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2025 წლის 1-ელი 9 თვის მაჩვენებლებით, საერთაშორისო მოგზაურობისას ყველაზე მეტი თანხა, 454.200 მლნ აშშ დოლარი საქართველოში რუსმა ვიზიტორებმა დახარჯეს.
მდინარე საჩინოს სახიდე გადასასვლელზე სადეფორმაციო ნაკერის გადაუდებელი დროებითი შეკეთების სამუშაოები მიმდინარეობს.
2025 წლის სექტემბერში თბილისში 3 869 ტრანზაქცია განხორციელდა, რაც 2024 წლის სექტემბრის მაჩვენებელს 13%-ით აღემატება.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ჟურნალისტ ვასილ ივანოვ-ჩიქოვანს 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა, მის მეუღლეს, მაია ბოკერიას კი 5000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.
რეჟისორსა და „ფორმულას“ დამფუძნებელ გიორგი ლიფონავას 3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ენუქიძემ მიიღო.