მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში მწვანე ნარგავების ჭრასთან დაკავშირებული 25%-იანი შეზღუდვის გაანგარიშების წესი ზუსტდება.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, საქართველოს პარლამენტს წარედგინა შსს-ს ავტორობით მომზადებული მასშტაბური ცვლილებათა პაკეტი, რომელიც „მიგრაციული ნაკადების ეფექტურ მართვას შეუწყობს ხელს“.
სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება საქართველოს მოქალაქისა და უცხოელის ფიქციური ქორწინება საქართველოს მოქალაქეობის, საქართველოში ბინადრობის ნებართვის და საქართველოში კანონიერად ყოფნის სხვა სამართლებრივი საფუძვლის მოპოვების მიზნით.
„ქართული ღვინოები ყოველთვის დიდ შთაბეჭდილებას ახდენს ჩემზე, რადგან მათი ხარისხი სულ უფრო მაღალ დონეზე ადის“, - აღნიშნა იაპონელმა ღვინის მაგისტრმა, კენიჩი ოჰაშიმ თბილისში გამართული დეგუსტაციის შემდეგ.
სომხეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპარლამენტო არჩევნების ბიულეტენების დათვლა დაასრულა. 2005-ვე საარჩევნო უბნის შედეგები დათვლილია, - ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
სომხეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დილის 8:00 საათის მონაცემებით ბიულეტენების 94%-ის დათვლის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, მმართველი პარტია „სამოქალაქო კონტრაქტი“ საპარლამენტო არჩევნებში 50.00%-ით ლიდერობს.
სომხეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპარლამენტო არჩევნების ელექტრონული ხმის მიცემის შედეგები გამოაქვეყნა.
ირანის პარლამენტის სპიკერი, მოჰამედ ბაღერ ღალიბაფი აცხადებს, რომ ირანის წინააღმდეგ საზღვაო ბლოკადა და შეერთებული შტატების მიერ ისრაელისთვის ლიბანში თავდასხმების ესკალაციისთვის „მწვანე შუქის“ ანთება, რეგიონში მდებარე აშშ-ის და ისრაელის ბაზებსა და აქტივებს „ლეგიტიმურ სამიზნეებად“ აქცევს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს საპარლამენტო არჩევნებში მისი პარტიის წარმატებას ულოცავს. ამის შესახებ ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში წერს.
სტამბოლში საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების რიგით მეათე სამმხრივი შეხვედრა 8 ივნისს გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.