ავიაკომპანია Wizz Air ბრატისლავა–ქუთაისი–ბრატისლავას მიმართულებაზე ოპერირებას კვირაში სამჯერ ასრულებს, ხოლო მარტიდან მეოთხე სიხშირეს დაამატებს. ფრენები თანამედროვე Airbus A321neo ტიპის საჰაერო ხომალდით სრულდება.
დიდ დიღომში, როსტევანისა და ასმათის ქუჩების კვეთაზე სკვერი მოეწყო. ნახევარ ჰექტარ ტერიტორიაზე განთავსდა სასეირნო და ველობილიკები, დასასვენებელი პავილიონი და სკეიტ მოედანი.
ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალის გაზრდისა და ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, 2025 წელს, ქართული ღვინო წარდგენილი იყო მსოფლიოს 21 ქვეყანაში 58 გამოფენა-ფესტივალსა და 322 დეგუსტაცია-სემინარზე.
საქართველოს პროკურატურამ ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა.
საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ93-კმ107 (გუდაური(ფოსტა)–კობის) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია.
„IWSC საქართველოს კონკურსმა ხარისხისა და მრავალფეროვნების მნიშვნელოვანი განვითარება აჩვენა“ - ბრიტანული გამოცემა The Buyer.
ნოემბერში საქართველოში გადმორიცხული ფულადი გზავნილების მოცულობა წლიურად 11.9%-ით, 298.4 მლნ აშშ დოლარამდე, ხოლო საქართველოდან გადარიცხული თანხების მოცულობა კი 10.3%-ით, 36.8 მლნ აშშ დოლარამდე გაიზარდა.
თბილისის ბიუჯეტი 17 169 000 ლარით იზრდება და მისი მოცულობა 2 210 558 200 ლარით განისაზღვრება.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო განმარტავს, რას გულისხმობს მინისტრის 2025 წლის 31 დეკემბრის ბრძანება.
გაერთიანებული ერების ორგანიზაცია 2026 წელს გლობალური ეკონომიკის 2.7%-იან ზრდას პროგნოზირებს, რაც მცირედით ნაკლებია იქამდე პროგნოზირებულ 2.8%-იან მაჩვენებელზე.