სამების საკათედრო ტაძარში, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის წესის აგების მსახურება მიმდინარეობს.
სამების საკათედრო ტაძარში, სადაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სამოქალაქო პანაშვიდი მiმდინარეობს, ვატიკანის დელეგაცია იმყოფებოდა.
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის დაკრძალვის ცერემონიასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
კენტერბერის მთავარეპისკოპოსი სარა მალალი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო თანაგრძნობას უცხადებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქებსა და მორწმუნეებს, ასევე საქართველოს მოსახლეობას.
2026 წლის თებერვალში თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის მოცულობამ 335 მილიონ დოლარს მიაღწია, რაც წლიურად 28%-იანი ზრდაა - ამის შესახებ ირკვევა „თიბისი კაპიტალის“ ბაზრის მიმოხილვიდან.
გულისტკივილით შევიტყვე ცნობა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების შესახებ, გამოვთქვამ ჩემს გულწრფელ სამძიმარს, – ამის შესახებ ნათქვამია რომის პაპის, ლეო XIV-ის სამძიმრის წერილში, რომელსაც კათოლიკე ეკლესიის საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, 21 მარტს თბილისის მასშტაბით ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვები დაწესდება.
საპატრიარქოს ინფორმაციით, სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარი, მოსაწესრიგებლად დროებით დაიხურება ამაღამ, 02:00 საათიდან 03:00 საათამდე.
პატრიარქის დაკრძალვაზე ვატიკანიდან საქართველოში ქრისტიანთა ერთობის ხელშეწყობის დიკასტერიის პრეფექტი, კარდინალი კურტ კოხი ჩამოვა. ამის შესახებ ინფორმაციას Catholic.ge ვატიკანის საელჩოზე დაყრდნობით ავრცელებს.
მისი უწმინდესობა, მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი 22 მარტს, კვირას, თბილისში, რათა დაესწროს საქართველოს გარდაცვლილი პატრიარქის დაკრძალვის პროცესიას.