დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ გურჯაანიდან დასავლეთით 10კმ-ში, სოფელ ჭერემთან დაფიქსირდა.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და მხარი დაუჭირა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებას, რომელიც სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ვადამდე აღდგენისა და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების საკითხებს ეხება.
სახელმწიფო პროგრამაში ჩართულმა ხილის გადამმუშავებელმა 15-მა საწარმომ 40 ათას ტონაზე მეტი არასტანდარტული ვაშლი ჩაიბარა.
რუსთავში დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კომპლექსი შენდება. ინფორმაციას ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2025 წლის III კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 10.4%-ით (214.9 ლარით) გაიზარდა და 2 271.6 ლარი შეადგინა.
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ72 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავნის უღელტეხილი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
2025 წლის ნოემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 298.4 მლნ აშშ დოლარი (807.9 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 11.9%-ით (31.7 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2024 წლის ნოემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
მაროკოში წყალდიდობას 21 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 32.
ყაზახურმა ავიაკომპანია Scat Airlines-მა შიმკენტიდან თბილისის მიმართულებით პირველი პირდაპირი რეისი შეასრულა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.