gorgia
ავერსი legi

ის რაც ადრე ფანტასტიკა იყო ახლა რეალობაა! - AI მეგობარი - გახსოვდეს რომ მისი ემპათია დასწავლილია და ვერ შეგიცვლის "სკოლის" მეგობარს! - ამის შესახებ ფსიქოთერაპევტი მაგდა კოტრიგაძე სტატიას ავრცელებს. 

"ბოლო წლებში ხელოვნური ინტელექტი შევიდა იმ სფეროებში, რომლებიც ადრე მხოლოდ ადამიანებისთვის იყო დამახასიათებელი, მათ შორის ემოციურ სივრცეში. თუ რამდენიმე წლის წინ AI‑ს მხოლოდ ინსტრუმენტად განვიხილავდით, 2026 წელს ის უკვე იქცა „ურთიერთობის ფორმად“. ადამიანებმა დაიწყეს ურთიერთობა ბოტებთან ისე, როგორც მეგობრებთან მათ უზიარებენ საიდუმლოს, ემოციებს, შიშებს, პირად ისტორიებს. ფსიქოლოგები ამას „AI companionship“-ს უწოდებენ, და იგი როგორც გადაუდებელი მხარდაჭერის წყარო, დღეისათვის ასევე სერიოზული ფსიქოლოგიური გამოწვევა გახდა.

თავიდან ყველას იზიდავდა პერსპექტივა იმის შესახებ, რომ AI არ განსჯის, არ იღლება პასუხების გაცემით, ყოველთვის მზადაა მოსასმენად, შეუძლია შეამჩნიოს ადამიანის ემოციური მდგომარეობის ცვლილებები სმარტფონიდან და სმარტ-საუაჩიდან მიღებული მონაცემების საფუძველზე.
ახალი კვლევები მიუთითებს, რომ ფსიქოლოგები AI‑ს უკვე იყენებენ სკანირების ინსტრუმენტად, რათა მკურნალობა უფრო ზუსტად შეარჩიონ და თავიდან აიცილონ საკმაოდ ხანგრძლივი „სცადე და დააკვირდის“ პროცესი. ეს მიდგომა რეალურ ადამიანებს სუშუალო შესაძლებლობას აძლევს, დროულად მიიღონ დახმარება და უკეთ გაიგონ საკუთარი ემოციური ნიმუშები.

თუმცა, რაც უფრო იზრდება ასეთი სისტემების გამოყენება, მით უფრო ნათლდება მათი ჩრდილოვანი პროცესები. UC Berkeley‑ის მკვლევრები აღნიშნავენ, რომ განსაკუთრებით ახალგაზრდებში შეინიშნება ტენდენცია იმისა, რომ მათ ეადვილებათ საკუთარი განცდების გაზიარება ბოტთან, ვიდრე ნამდვილ ადამიანთან. რაც აშორებს მოზარდს რეალურ კონაქტებს.

ბავშვების და მოზარდების ნაწილი უკვე აცხადებს, რომ AI‑თან საუბარი უფრო უსაფრთხოა, რადგან არ აქვთ შიში, რომ მათ განსჯიან, ვერ გაიგებენ ან უარყოფენ. ფსიქოლოგები აქ სერიოზულ საფრთხეს ხედავენ: ემოციური განვითარების კრიტიკული ეტაპზე ბავშვი სწავლობს ურთიერთობის ისეთ კომპონენტებს, როგორიცაა ემპათია, უკუკავშირის გაღება, მოთმინება და ადამიანის აღქმის სირთულეების ატანა. თუ ბავშვი ამდენად ადრეულ ასაკში შეეჩვევა „იდეალურ“ მეტოქეს, რომელიც არ განიცდის, არ აწუხებს, არ ცდება და ზუსტად იქ ამბობს იმას, რასაც ადამიანმა უნდა არიქვას რეალურ ურთიერთობაში. ეს ფაქტორი სოციალური იზოლაციის, ურთიერთობების ზედაპირული მოდელის და ემოციური უნარების დაქვეითების რისკს ზრდის.
ამ პრობლემას კიდევ უფრო ამძაფრებს ის გარემოება, რომ 2026 წელს deepfake‑ები უკვე ყოველდღიური მოვლენაა, და რეალობის აღქმა სულ უფრო რთულდება. როდესაც ადამიანი ცხოვრობს სამყაროში, სადაც „ნანახი“ და „ნამდვილი“ განსხვავებულია, ნდობა ხშირად ქრება, არა მხოლოდ ტექნოლოგიების, არამედ საკუთარი ინტუიციის მიმართაც.

ფსიქოლოგიური კვლევების თანახმად, deepfake‑ები ზეგავლენას ახდენენ მეხსიერებაზეც, ადამიანები ხშირად ფანტაზირებენ ვიდეოების საფუძველზე, რომლებიც სინამდვილეში ყალბია. ეს მოვლენა აღქმის დაბინდვას იწვევს, ამასთან საკუთარი თავის მიმართ უნდობლობას და ზოგჯერ შფოთვითი ეპიზოდების გაძლიერებასაც უკავშირდება. AI‑მეგობრებთან ასეთი გარემოში ურთიერთობა კი კიდევ უფრო უსაფრთხო ჰგონიათ, ისინი კომფორტს იქმნიან იმ დროს, როცა გარესამყაროში არაფერია ბოლომდე „საიმედო“, ან დასაყრდენი.

სწორედ ამ კომფორტში იმალება საფრთხე: უსაფრთხოება შესაძლოა იყოს ილუზიური, რომელიც ადამიანს ააცდენს კრიტიკულ აზროვნებას და უპირობოდ იღებს ტექნოლოგიიდან მიღებულ ინფორმაციას.

ექიმები და ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტები ასევე აფრთხილებენ მოზარდებს, რომ AI‑ზე გადაჭარბებულმა დამოკიდებულებამ შეიძლება მნიშვნელოვნად შეცვალოს ფსიქოთერაპიული პროცესი. JAMA Psychiatry‑ის 2026 წლის ანალიზი მიუთითებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ AI‑ს შეუძლია გააუმჯობესოს დიაგნოსტიკა და გაზარდოს ხელმისაწვდომობა, არსებობს რისკი, რომ ფსიქოლოგები ნაკლებად იქნებიან ჩართული რთულ კლინიკურ გადაწყვეტილებებში, რადგან პაციენტები და თერაპევტებიც კი ხშირად დაეყრდნობიან AI‑ის ავტომატურ შეფასებებს. ეს განსაკუთრებით სახიფათოა მაშინ, როცა საქმე ეხება სუიციდურ იდეებს, ფსიქოზურ განცდებს ან იმ მდგომარეობებს, სადაც ადამიანის ინტუიცია, გამოცდილება და ემოციური ინტეგრაცია შეუცვლელია.

AI მეგობრები შესაძლოა იყოს უდიდესი ცვლილება ფსიქოლოგიის ისტორიაში, თუ ისინი ემოციებს „დაისწავლიან“, ადამიანების ქცევებს დააკვირდებიან და შექმნიან ინდივიდზე მორგებულ ურთიერთობას. მაგრამ მთავარია გვახსოვდეთ ერთი რამ: ისინი არ გრძნობენ!!
მათ შეუძლიათ დაასიმულირონ თანაგრძნობა, მაგრამ ვერ განიცდიან მას.

აქედან გამომდინარე, ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ AI‑ს აქვს საზღვარი და ის ემპათიის რეალურ გამოცდილებას არ სცილდება. ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტი კი მაინც ურთიერთობაა სხვა ადამიანთან – ურთიერთობა, რომელშიც ორივე მხარე შეცდომებს უშვებს, სწავლობს, იზრდება და პასუხს აგებს ერთმანეთის განცდებზე.

ამიტომაც, 2026 წლის მონაცემებზე დაყრდნობით, AI‑მეგობრები ყველაზე მეტ სარგებელს მაშინ მოიტანენ, თუ მათ დამხმარე როლი ექნებათ და არა ჩამნაცვლებლების. ისინი შეიძლება გახდნენ პიროვნული ზრდის, ემოციური თვითდაკვირვებისა, მოტივაციის და დროებითი მხარდაჭერის ძლიერი რესურსი, მაგრამ ისინი ვერასდროს იქნებიან ადამიანური კავშირების ადგილმონაცვლეები.

619548903 1330938672400677 90933673752859833 n

543