დირიჟორი, კომპოზიტორი და მუსიკოსი ვახტანგ მაჭავარიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ახლობლები ავრცელებენ. ხელოვანი 74 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ქართველი ხალხის ნებას არალეგიტიმური „ქართული ოცნების“ რეჟიმი ძირს უთხრის, - ამის შესახებ კონგრესმენმა, ჯო უილსონმა (რესპუბლიკური პარტია) აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც „MEGOBARI აქტის“ განხილვა მიმდინარეობს.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ „MEGOBAR აქტს“ მხარი დაუჭირა. კანონპროექტს, სახელწოდებით - „საქართველოს ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის შესაძლებლობების გაძლიერებისა და მობილიზაციის აქტი“ (MEGOBARI) მხარი 349 კონგრესმენმა დაუჭირა, ხოლო მის წინააღმდეგ ხმა 42-მა მისცა.
ახალციხეში კერძო ბაგა-ბაღში 2 წლის ბავშვი გარდაიცვალა.
თბილისის მერი კახა კალაძე იმედოვნებს, რომ ევროკავშირი დაუბრუნდება იმ სამართლებრივ ჩარჩოს, რომელიც მისი შექმნის მთავარი ფუნდამენტი გახდა.
„მწვანე ბარათი 2026“ შედეგების გადამოწმება უკვე შესაძლებელია - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო facebook-ის გვერდზე აქვეყნებს, სადაც დაინტერესებული პირებისთვის ინსტრუქციაა მოცემული.
სპეციალური პენიტენციური სამსახური კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში დღეს „MEGOBARI აქტს“ განიხილავენ, - ინფორმაციას წარმომადგენელთა პალატა ავრცელებს.
ლენტეხი-ლასდილის გზის 91-ე კილომეტრზე, სოფელ ბაბილთან, დილის საათებში მეწყერი ჩამოწვა, რის გამოც ყველა სახის სატრანსპორტო მოძრაობა დროებით აკრძალულია.
გლდანის მე-8 დაწესებულებიდან კლინიკა "ვივამედში" დაზიანებებით გადაყვანილი 46 წლის პატიმარი, იოსებ გორგაძე გარდაიცვალა.