
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ოფისში სამართალდამცველები შევიდნენ, თუმცა მათ შენობა მალევე დატოვეს.

„ცრუ ინფორმაციის გავრცელება ქმნის უსაფუძვლო პანიკას და დამაზიანებელია საფინანსო სექტორისთვის“ - ასე ეხმაურება საქართველოს ეროვნული ბანკი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ბანკებში დეპოზიტების უცხოურ ვალუტაში კონვერტაციაზე ან უცხოურ ვალუტაში თანხების საზღვარგარეთ გადარიცხვაზე შეზღუდვები წესდება.

3 დეკემბერს, საპროტესტო აქციების შედეგად, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჯგუფებმა, სამედიცინო დაწესებულებებში, გადაიყვანეს 15 ადამიანი.

ჩვენ გვაწუხებს ის, რაც საქართველოში ხდება, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ საქართველოსა და მოლდოვაში ჩატარებულ არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის შესახებ ცნობებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა.

საქართველოს უკრაინიზაციის გეგმა არავის გამოუვა! „ნაცმაიდანი“ საქართველოში ვერ და არ მოხდება! - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

ქვეყანაში არ დარჩა ადამიანი, ვინც ვერ გაიგო, რა ხდება რეალურად - შეიძლება თავიდან იყო გაურკვევლობა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ თბილისის მერიის სხდომაზე განაცხადა.

ამ წუთებში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე დარბევას და მომიტინგეთა დაკავებებს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი X-ზე ეხმაურება.

ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში განვითარებული მოვლენებით შეშფოთებული ვარ , - საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით სამხრეთ კავკასიაში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური წარმომადგენელი, ლუის გრაჩა (პორტუგალია) განცხადებას ავრცელებს.

გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო მოახდენს მყისიერ და მკაცრ რეაგირებას დანაშაულის ჩამდენ პირთა კანონსაწინააღმდეგო ქმედებების მიმართ , - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, გიორგი გოგინაშვილი წერს, რომ მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, პოსტს ტოვებს.