საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი - 56% მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ან უკვე დაწყებულია, ან უახლოეს 6 თვეში დაიწყება ფინანსური კრიზისი - ამის შესახებ აღნიშნულია ACTR-ის ახალ კვლევაში.
ქსელის რეკონსტრუქციის მიზნით ვარკეთილში 6500 აბონენტს გაზმომარაგება დროებით შეუწყდება. ამის შესახებ ინფორმაციას „თბილისი ენერჯი” ავრცელებს.
„ნანუკას ფონდის“ დამფუძნებლის, ნანუკა ჟორჟოლიანის სახლში პროკურატურის წარმომადგენლები ჩხრეკის ჩასატარებლად მივიდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ჟორჟოლიანი ავრცელებს.
უახლოეს მომავალში დაიწყება მზადება არჩევნებისათვის, პირობას ვაძლევ საზოგადოებას, რომ “ქართული ოცნება” მოიპოვებს მეათე დამაჯერებელ გამარჯვებას - ჩვენი ოპონენტები დამარცხებისათვის არიან განწირულები, - ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
ცესკო პარტიებს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად პროცედურებს ახსენებს.
გორში, სავაჭრო ცენტრ „გალერეაში“ მომხდარი სროლის შედეგად დაჭრილი მეორე პირიც გარდაიცვალა. 50 წლამდე ასაკის მამაკაცს, რომელსაც მრავლობითი ცეცხლნასროლი დაზიანებები აღენიშნებოდა, სამედიცინო ცენტრ „გორმედში“ გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
გორში, სავაჭრო ცენტრ „გალერეაში“ სროლა იყო. მოკლულია 30 წლის კაცი, მისი მამა კი დაჭრილია.
მიხეილ ყაველაშვილი, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით, დღეს სომხეთის დედაქალაქს ეწვევა.
მშვიდობიანი აქციის დროს რომ ეცემათ, ჩავერეოდი და დავიცავდი, მაგრამ იქ ვერ ვნახე ეს - არ მივიყვანოთ საქართველო იქამდე, რომ შიგნით რამე მოხდეს თორემ უცხოელებიც ვერ გიშველიან,- ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა ქადაგებისას განაცხადა.
რომის პაპი ფრანცისკე სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში დაკრძალეს, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.