მოსკოვიდან ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით პირველი თვითმფრინავი გაფრინდა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
„გურჯაანის მუნიციპალიტეტში ახალი დაცული ტერიტორიების შექმნის შესაძლებლობების შეფასება იწყება“, - ამის შესახებ დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
ჩვენი პოზიცია ცალსახაა - საქართველო აეროპორტის [სოხუმის აეროპორტი] საერთაშორისო ნორმების დარღვევით ოპერირებას გმობს! - ასე პასუხობს ლევან დავითაშვილი სოხუმიდან რუსეთის მიმართულებით რეგულარული ფრენებზე დაწყების შესახებ დასმულ კითხვას.
2024 წელს ჩვენ გვქონდა დადებითი მიგრაციული სალდო, ანუ ქვეყანა დატოვა იმაზე ნაკლებმა ადამიანმა, ვიდრე ქვეყანაში დაბრუნდა, დაახლოებით 850 ადამიანით მეტი შემოვიდა, ვიდრე ქვეყნიდან გავიდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„ქართული ოცნების“ რეჟიმს სძულს ამერიკა და პრეზიდენტი ტრამპი,- ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
აწყურის ქუჩაზე, წყალმომარაგების სისტების მასშტაბური სარეაბილიტაციო პროექტი განხორციელდა.
ვაგზლის ბაზრობის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. აღნიშნულის შესახებ "ბიზნესთაიმს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.
თბილისში, ვაგზლის ბაზრობის ტერიტორიაზე ძლიერი ხანძარია. არსებული ინფორმაციით, ხანძარი “ბორჯომის ვაგზლის”ტერიტორიაზე გაჩნდა.
ინფრასტრუქტურის ახალი მინისტრის, რევაზ სოხაძის წარდგინებით, მინისტრის პირველ მოადგილედ - ვახუშტი ბაგრატიონი, ხოლო მინისტრის მოადგილედ გიორგი კობერიძე დაინიშნა.
საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარე მერაბ ტურავა იუსტიციის მინისტრის, პაატა სალიას მოადგილე გახდა.