ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ქალაქ რუსთავში, დავით აღმაშენებლის გამზირზე წყალარინების სისტემის გაუმჯობესების მიზნით 3.5 მილიონი ლარის ინვესტიციას ახორციელებს და 1.5 კმ სიგრძის ამორტიზებულ ქსელს აახლებს.
ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის ფარგლებში, პატრონიანი ძუ ძაღლების სტერილიზაციის ,იდენტიფიკაციის (ჩიპირება) და ელექტრონულ ბაზაში რეგისტრაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტო, ჰაერის ტემპერატურის მატებასთან დაკავშირებით, მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე გადაადგილებისას განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინოს და დაიცვას ტყეში მოქმედი სახანძრო უსაფრთხოების წესები.
სურსათის ეროვნული სააგენტო, ცხოველთა დაცვის ორგანიზაციების (Animal Project, Zero Strays Georgia, Peteasy, “ცუკა” ფონდი, „სამართალი ცხოველებისთვის“) მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებას პასუხობს და აღნიშნავს, რომ ადგილი აქვს ან საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართულ მცდელობას ან არსებული ფაქტების დამახინჯებასა და არცოდნას.
სოლომონ პავლიაშვილი, მიხეილ გოგოლიძესთან, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო პარმენ მარგველიძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ნარჩენების გადამტვირთავი თანამედროვე ტიპის სადგურის გახსნას დაესწრო.
ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამა გეგმის შესაბამისად, ორი მიმართულებით მიმდინარეობს და მოიცავს როგორც მიუსაფარი, ასევე პატრონიანი ძაღლებისთვის ვეტერინარული მანიპულაციების ჩატარებას.
წყალმომარაგების სექტორის უმსხვილესი ინვესტორის, Aqualia-ს რეგიონულმა დირექტორმა, ხოსე ენრიკე ბოფილმა გადაცემაში „ბიზნეს ინსაიდერი საქართველო“ ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის საოპერაციო შედეგებსა და მომსახურების ხარისხზე ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მათი მთავარი პრიორიტეტი თბილისის, რუსთავისა და მცხეთის სტაბილური წყალმომარაგებაა.
ქუთაისის ყოფილი პარლამენტის შენობაში ტექნოლოგიური ჰაბის გახსნის ღონისძიების ჩატარებისთვის საჭირო მომსახურების მიწოდებას შპს „ვანილა ივენთი“ უზრუნველყოფს.
ქართველ ტურისტებს ჩინეთის მთავარ ფინანსურ, ტექნოლოგიურ და ტურისტულ ქალაქში პირდაპირი ფრენით სტუმრობა შეეძლებათ.
დაკავებული და სისხლის სამართლის პასუხისგებაში 28 პირია მიცემულია, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორმა, ემზარ გაგნიძემ განაცხადა.