სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 20 ოქტომბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას "თელასი" ავრცელებს.
კიდევ ერთხელ ვუცხადებთ სოლიდარობას ჩვენს გერმანელ კოლეგებს და ელჩ პეტერ ფიშერს, - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში წერს.
დღეს ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრა გაიმართება, რომელზედაც საქართველოს საკითხსაც განიხილავენ.
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის კონსულტაციებისთვის გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო უწყების განცხადებაშია აღნიშნული.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა თბილისი–წითელი ხიდის (აზერბაიჯანის საზღვარი) საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის თბილისი–რუსთავის მე-2 მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოებზე ტენდერი გამოაცხადა.
საქართველოს პროკურატურამ სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ჯგუფურად ხელში ჩაგდების მცდელობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ფაქტებზე ბრალდება კიდევ 16 პირს, მათ შორის, ირაკლი შაიშმელაშვილს დაუსწრებლად წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვანების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 5 არასრულწლოვანი თბილისში დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, 4 ოქტომბრის საქმეზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილი უფროსის, ირაკლი შაიშმელაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.
დიდი ბრიტანეთი მიესალმება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 14 ოქტომბრის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით რუსეთს საქართველოს სასარგებლოდ დამატებითი კომპენსაციის გადახდა დაეკისრა, ათასობით ადამიანის უფლებათა დარღვევისთვის.
შინაგან საქმეთა სამინისტრო შეკრება-მანიფესტაციის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.