თუ ვინმე ფიქრობს, რომ საქართველო რუსულ მომავალს დათანხმდება, სჯობს, თბილისში საპროტესტო აქციების მე-13 ღამეს შეხედოს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ევროკავშირის ელჩსა და დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრს შორის მიუღებელი ხელის ჩამორთმევა გავაპროტესტე, - წერს სალომე ზურაბიშვილი.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მეთიუ მილერი კიდევ ერთხელ იმეორებს, აშშ-ს ღრმა შეშფოთებას "მიმართულების ცვლილებაზე, რომელიც საქართველის მთავრობამ განახორციელა".
ქართველი ხალხის გამბედაობით აღფრთოვანებული ვარ, - ამის შესახებ ჩეხეთის პრეზიდენტი, პეტრ პაველი სოციალურ ქსელში წერს.
სენატორ რუბიოსთან საქართველოს მიმართ აშშ-ის ამჟამინდელი პოლიტიკის შენარჩუნების მნიშვნელობა განვიხილე, - ამის შესახებ განცხადებას ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების თანამშრომლობის საკითხებში აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა ქვეკომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი ჯინ შაჰინი (დემოკრატიული პარტია) ავრცელებს.
საქართველო რუსეთი არაა, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი ნატალი ლუაზო სოციალურ ქსელში წერს.
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გრძელდება. მოქალაქეები უკვე მე-13 დღეა პარლამენტის შენობის წინ პროტესტის ნიშნად იკრიბებიან.
მეტროსადგურ “სახელმწიფო უნივერსიტეტში” მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
მეამაყება შევუერთდე მსოფლიოს მასშტაბით ლიდერებს, ქართველ ხალხთან და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან სოლიდარობაში, საქართველოს ისტორიაში ასეთი კრიტიკულად მნიშვნელოვანი გზაგასაყარის დროს , - ამის შესახებ აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი, ჰილარი კლინტონი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.
თქვენ დგახართ ქვეყნის სადარაჯოზე, თქვენ ხართ ადამიანები, რომლებმაც არა მხოლოდ კამერა და მიკროფონი, ქვეყნის მომავალი და ბედი აიღეთ ხელში , - ასე მიმართა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მედიის წარმომადგენლებს, რომლებიც ორბელიანების სასახლეში დააჯილდოვა.