როგორც ჩანს, წესი ხდება ამ ქვეყანაში, რომ დიპლომები არავის არაფერში სჭირდება. ეს პირდაპირ არის გზა იმისთვის, რომ აიყვანონ ახალი „ტიტუშკები“, - ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი „პოლიციის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტს.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მედიის წარმომადგენლები დააჯილდოვა.
სუს-ის დღევანდელი განცხადება ადამიანის უფლებების დარღვევად უნდა ჩაითვალოს, - ასე აფასებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დღევანდელ განცხადებას.
ეს დღე საქართველოში არათუ ადამიანის უფლებების აღნიშვნის, არამედ ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვის დღეა - რაც არ უნდა ნიღბები ატარონ, იცოდნენ, რომ გამოირკვევა ვინ სად იყო და ყველას დავიმახსოვრებთ - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
2025 წელს კულტურის სამინისტროს დაფინანსება 298 მილიონ ლარამდეა.
2025 წლის ბიუჯეტის პროექტით სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ჯამური მაჩვენებელი 27 მილიარდ 561 მილიონი ლარის ოდენობით განისაზღვრა, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, პლენარულ სხდომაზე, 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვის დროს განაცხადა.
პარლამენტმა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის შექმნის საკითხს მხარი დაუჭირა.
„ქართული ოცნების” მოქმედების კურსმა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დე-ფაქტო შეჩერება გამოიწვია, - ამის შესახებ განცხადებას ევროკავშირის პრესსპიკერი ანიტა ჰიპერი აკეთებს, რითაც საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.
აქციების საპროტესტო მუხტის კლებისთანავე, აქტიურდება დანაშაულებრივი გეგმის განმახორციელებელ ადგილობრივ აქტორთა გარკვეული ჯგუფი, რომელთა მიზანია მოსახლეობაში საპროტესტო მუხტის ხელოვნურად გაზრდა, რაც მათი აზრით, გამოყენებულ უნდა იქნეს ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობისთვის, – ამის შესახებ სუს-ის მიერ გავრცელებულ განაცხადებაშია ნათქვამი.
არ მივდივარო იძახის ეს ადამიანი, არ გავალ სასახლიდანო. რა მოლოდინი უნდა იყოს, არასერიოზულია, ფეხებს ხომ არ „გააფიჩინებს“? -ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით განაცხადა.