თურმე გადაიდო ამ საღამოს ამ ნაძვის ხის ანთება. მე მგონია, ბარბარობაზე ჩემთან მოდიან. მინდა, გისურვოთ მშვიდობიანი საღამო. არ იყოს აქ არანაირი პროვოკაცია, - ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის გამზირზე, აქციაზე შეკრებულ მოქალაქეებს.
„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი მიხეილ ყაველაშვილს საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩევას ულოცავს.
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის თქმით, ნაძვის ხის ანთების საზეიმო ღონისძიება, რომელიც დღეს, 19:00 საათზე იგეგმებოდა, გადაიდო. მან ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადა.
საქართველოში, ახალი არჩევნების მოთხოვნით, პროევროპული პროტესტი გრძელდება. დღეს უწყვეტი აქციების რიგით მე-17 დღეა.
როგორც არასდროს, დღეს ჩვენს ქვეყანას სჭირდება სწორედ ასეთი პატრიოტი პრეზიდენტი, - ასე ეხმაურება დედაქალაქის მერი კახა კალაძე საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტის თანამდებობაზე მიხეილ ყაველაშვილის არჩევას.
საპრეზიდენტო არჩევნებმა ჩაიარა 500-კაციანი პროტესტის ფონზე, ხედავთ ახალ რიტუალს ამ აქციაზე - აქციის მონაწილეები ფეხით შედგნენ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მაისურს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
სალომე ზურაბიშვილს აქვს მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობა, უკვე პირდაპირი გაგებით ორი პარასკევი დარჩა მას, ზუსტად ორ კვირაში ტარდება საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაცია და სალომე ზურაბიშვილს მოუწევს თანამდებობის დატოვება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლესთან შეკრებილ მოქალაქეებთან მივიდა და აქციის მონაწილეებს მადლობა გადაუხადა.
300-წევრიანმა კომისიამ საქართველოს პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილი აირჩია.