21 ოქტომბრიდან ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყება - აცრა ყველა მოქალაქისთვის უფასოა და სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ.
დევნილთა ფულადი კომპენსაციის მისაღებად განაცხადების მიღება დღეს დაიწყო და 2 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის სხდომები შესახებ „ქართული ოცნება“ განცხადებას ავრცელებს.
გრანადის დეკლარაციის გათვალისწინებით, ევროპულმა საბჭომ გამართა სტრატეგიული დისკუსია გაფართოებისა და შიდა რეფორმების მიმართულებით შემდგომი ნაბიჯების შესახებ, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს სამიტის პირველი დღის დასრულების შემდეგ გამოქვეყნებულ დასკვნებშია აღნიშნული.
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით საზოგადოებას ხშირად სპეკულაციურ ინტერპრეტაციებს სთავაზობენ. მინისტრის თქმით, სახელმწიფოს მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგად, უსამართლო ფასწარმოქმნის შეზღუდვისა და მედიკამენტების გაიაფების მკაფიო ტენდენცია ფიქსირდება.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, სერბეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ბელგრადში გამართულ ღვინის, საკვების, ალკოჰოლური სასმელებისა და ტურიზმის საერთაშორისო გამოფენაში „Wine Vision by Open Balkan 2026“ ქართული ღვინის მწარმოებელი 16 კომპანია მონაწილეობდა.
სურსათის ეროვნული სააგენტო საბავშვო ბაგა-ბაღებში განხორციელებული მონიტორინგის საბოლოო შედეგებს ასაჯაროებს.
რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, ამ ეტაპზე გადამუშავებულია 145 ტონა ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენი.
უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებთან ერთად წირვას სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში აღავლენს.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას სრულად აახლებს
კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩის მასშტაბური რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელებს სრულად აახლებს.