მქონდა გასაუბრების შესაძლებლობა, როგორც აშშ-ის პრეზიდენტთან, ისე აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, სადაც აღვნიშნე, რომ ჩვენი სურვილია, სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალზე განუცხადა.
30 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთში გადამუშავებული 121 000 ტონა ყურძნიდან - 99,3% მაღალი და საშუალო ხარისხისაა და მხოლოდ 0,7%-ია უხარისხო და მკვახე. მაღალი და საშუალო ხარისხის 120 054 ტონა, ხოლო მკვახე და უხარისხო 946 ტონა ყურძენია.
ჩემი მთავრობის მუშაობის მოწონების რეიტინგი 2024 წლის იანვარში 60% იყო, ისევე როგორც პარტიის - მას შემდეგ თითქმის სამი წელი გავიდა და ხალხს მინდა ვკითხო: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ქონების გადასახადზე 40 000-ლარიანი ზღვრის გაუქმების ინიციატივას პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.
თბილისის მერი კახა კალაძე სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას ეწვია.
სოხუმის დაცემიდან 33 წელი გავიდა. თარიღთან დაკავშირებით საქართველოში სახელმწიფო უწყებების შენობებზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია. დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად თბილისში დღეს, 27 სექტემბერს, სხვადასხვა ღონისძიება გაიმართება.
სამტრედიაში მატარებლის დაჯახების შედეგად 21 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა.
ებრაული კულტურული მემკვიდრეობის ევროპული დღეების ფარგლებში, "ისრაელის სახლის" (Israeli House) ორგანიზებით, თბილისში, საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში, გაიმართა ღონისძიება, რომელიც ებრაული კულტურისა და მემკვიდრეობის მნიშვნელობას, ასევე საქართველოსა და ისრაელს შორის სახალხო დიპლომატიას და ხვალინდელ კავშირებს მიეძღვნა.
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 26-ე კილომეტრზე, მდინარე არაგვზე გადასასვლელი ახალი ხიდის მშენებლობის პროექტის ფარგლებში წყალმომარაგების ახალი მაგისტრალური მილი მოეწყო.
კახეთის სატყეო სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობის ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს.