„დევნილ ოჯახს, რომელსაც არც ერთი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არ მიუღია საცხოვრებელი ფართი ან შესაბამისი ანაზღაურება, ბინის ნაცვლად ფულადი კომპენსაცია მოთხოვნა შეუძლია. ეს გადაწყვეტილება აბსოლუტურად ნებაყოფლობითია“, - განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა.
მთავრობის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერების პენსია 1-ელი იანვრიდან 415 ლარი გახდება.
კახეთში მიმდინარე წლის საპროგნოზო მოსავალი 320 ათასი ტონის ფარგლებშია. ყურძნის მოსავალი 16 500-მდე მევენახემ დააბინავა.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე, რომელიც ლუქსემბურგში დღეს, 12 ოქტომბერს გაიმართება, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოს საკითხსაც განიხილავენ, - ინფორმაცია ევროკავშირის ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული.
ცოდნამ არ უნდა დაგვაშოროს რწმენას, პროგრესმა არ უნდა დაგვავიწყოს სულიერება, - ამის შესახებ პატრიარქმა, შიო მესამემ განაცხადა.
საქართველოს ეროვნული ბანკი საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მფლობელმა, წამყვანმა საერთაშორისო კომპანია Aqualia-მ, iAgua Awards 2026-ის საზეიმო ცერემონიაზე „წლის კომპანიის“ ჯილდო მოიპოვა.
კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ეხმაურება მედიასაშუალებებსა და სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს თბილისში, გლდანის რაიონში, წყალმომარაგების ჭა ასფალტის საფარით იყო დაფარული, რამაც წყლის გზის ზედაპირზე გამოსვლა გამოიწვია.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით და კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის „ff.k Public Relations“ ორგანიზებით, საქართველოს გერმანიიდან ღვინის პროფესიონალები, ჟურნალისტები, ბლოგერები და ინფლუენსერები სტუმრობდნენ.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2026 წლის 1 სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში, ოთხ ქალაქში, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობის 751 ფაქტი გამოავლინეს.