3 დეკემბერს, საპროტესტო აქციების შედეგად, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჯგუფებმა, სამედიცინო დაწესებულებებში, გადაიყვანეს 15 ადამიანი.
ჩვენ გვაწუხებს ის, რაც საქართველოში ხდება, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ საქართველოსა და მოლდოვაში ჩატარებულ არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის შესახებ ცნობებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა.
საქართველოს უკრაინიზაციის გეგმა არავის გამოუვა! „ნაცმაიდანი“ საქართველოში ვერ და არ მოხდება! - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
ქვეყანაში არ დარჩა ადამიანი, ვინც ვერ გაიგო, რა ხდება რეალურად - შეიძლება თავიდან იყო გაურკვევლობა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ თბილისის მერიის სხდომაზე განაცხადა.
ამ წუთებში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე დარბევას და მომიტინგეთა დაკავებებს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი X-ზე ეხმაურება.
ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში განვითარებული მოვლენებით შეშფოთებული ვარ , - საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით სამხრეთ კავკასიაში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური წარმომადგენელი, ლუის გრაჩა (პორტუგალია) განცხადებას ავრცელებს.
გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო მოახდენს მყისიერ და მკაცრ რეაგირებას დანაშაულის ჩამდენ პირთა კანონსაწინააღმდეგო ქმედებების მიმართ , - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, გიორგი გოგინაშვილი წერს, რომ მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, პოსტს ტოვებს.
შევცდი და დღეს ვართ იმ ძალიან სახიფათო მდგომარეობაში, როცა ქვეყანას აღარ გააჩნია არანაირი, რეალურად, კონსტიტუციური ძალაუფლება, სადაც დანა ჩაარტყეს კონსტიტუციას და დახიეს მთლიანად! - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა.
დღეს საკონსტიტუციო სასამართლომ განაჩენი თავის თავს, ქვეყანას და ქვეყნის ყველა ინსტიტუტს გამოუტანა,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.