საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმადაც, საგანმანათლებლო დაწესებულებებში ფსიქოლოგიური ბულინგის კამპანია მიმდინარეობს.
დავით სუჯაშვილმა თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა. ის პოსტზე გელა გელაძემ შეცვალა.
მიხეილ სარჯველაძისა და თამარ გაბუნიას ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, ჯანდაცვის მინისტრმა, თამარ გაბუნია, მოადგილის თანამდებობაზე აღარ წარადგინა - ინფორმაციას თავად უწყება აქვეყნებს.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბიზნესსექტორის წარმომადგენლების კრიტიკულ განცხადებებს მათ მიმართ ზეწოლით ხსნის და ლიბერალურ-ფაშისტურ ბულინგს უკავშირებს. მან ამის შესახებ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
საკონსტიტუციო სასამართლომ 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ პრეზიდენტის და 30 პოლიტიკოსის კონსტიტუციური სარჩელები არსებით განსახილველად არ მიიღო.
რესურსი მზადდებოდა, ეს პიროტექნიკა და საშუალებები ხომ ერთ დღეში არ შეუძენიათ?! ყველაფერი მზადდებოდა კონკრეტული თარიღისთვის - ნაადრევად მოუწიათ რესურსების განიავება. 20 იანვრამდე ვერავითარი „ნაცმაიდანი“ ვერ შედგება და მერე უკვე გადაიტვირთება ურთიერთობები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში პრესკონფერენციაზე განაცხადა.
განცხადებების შემდეგ, ამ ქვეყნების ელჩები საქართველოს საგარეო უწყებაში დაიბარეს.
ამ დღეებში განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობას ვერ გაექცევიან ის პოლიტიკოსები, რომლებიც ამ ძალადობას აორგანიზებდნენ, მაგრამ თავად ოფისებში იმალებოდნენ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მინდა, მადლობა გადავუხადო შსს-ს, პირადად შს მინისტრს, თითოეულ პოლიციელს, შინაგან საქმეთა სამინისტრო, ამ დღეების განმავლობაში, მოქმედებდა ამერიკულზე და ევროპულზე მაღალი სტანდარტით, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის 60-მდე თანამშრომელი საჯარო განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პირველი არხის 60-მდე თანამშრომელი გმობს და აპროტესტებს ძალადობას თანამოქალაქეებისა და კოლეგების მიმართ.