თანამედროვე სტანდარტის მაგისტრალური გზის მშენებლობა შეძლებდა აუცილებელი მოთხოვნების დაკმაყოფილებას და ყველა გამოწვევის გადაჭრას, - ამის შესახებ ირაკლი ქარსელაძემ რიკოთის მაგისტრალური გზის დამატებით 12 კმ-იანი მონაკვეთის ავტოტრანსპორტისთვის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.
რიკოთის მონაკვეთის გავლას მხოლოდ 35 წუთი დასჭირდება , -ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ რიკოთის მაგისტრალური გზის დამატებით 12 კმ-იანი მონაკვეთის ავტოტრანსპორტისთვის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.
რიკოთის მაგისტრალური გზის დამატებით 12 კილომეტრზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა გაიხსნა და საერთო ჯამში, ტრანსპორტი ისარგებლებს რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის 48 კმ-ით.
ჩვენ ტექნიკურად გადავაყენებთ სალომე ზურაბიშვილს დაახლოებით ერთ თვეში და აქედანვე შეუძლია, დაგეგმოს თავისი ტექნიკური მომავალი, უკვე დეკემბრიდან, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ათონელის სასახლეში „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა გვარამიას უმასპინძლა.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე დევნილი ოჯახებისთვის ახალი კორპუსების სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა.
საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის თქმით, ახალგაზრდები იმსახურებენ, რომ შესაძლებლობები საქართველოში ჰქონდეთ და უკეთეს ცხოვრებას სხვაგან არ ეძებდნენ. ამის შესახებ ელჩმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მან მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ჯანდაცვის ასოციაციის წევრებს შეხვდა.
ევროკავშირის გადასაწყვეტი არ არის პოლიტიკური საკითხები არჩევნებამდე, არჩევნების დროს ან შემდეგ, ეს საქართველოს მოქალაქეების გადასაწყვეტია, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.