ნათელია, რომ “ოცნება” “ოცნება” არაა, “ეს ცუდი სიზმარია”, ცუდი ოცნება - მას არ შეუსრულებია ის პირობა, რომელიც ქართველ ხალხს მისცა წლების წინ, - ასე აფასებს საქართველოში განვითარებულ პროცესებს ამერიკელი კონგრესმენი სტივ კოენი.
საქართველო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისის, საგარეო საქმეთა მინისტრ ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანის და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების დაღუპვის გამო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში წერს.
ევროპის ჩემპიონატთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობა გერმანიის მიმართულებით ჩარტერულ რეისებს დაასუბსიდირებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
დემოკრატიის დასაცავად, აშშ-მა შესაძლოა, ქართველ პოლიტიკოსებს სანქიცები დაუწესოს, – ამის შესახებ ინფორმაციას „პოლიტიკო“ ავრცელებს.
ქართველი ხალხის დაცინვა. ასე შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარემ პრეზიდენტის მიერ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონზე დადებული ვეტო, რომლის მიხედვითაც კანონი ძალაში შესვლიდან ერთ დღეში უნდა გაუქმდეს.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ პრეზიდენტმა „რუსულ კანონზე“ ვეტოს დადებით, დისკუსიისთვის ყველანაირი სივრცე ჩაკეტა.
ევროპის ჩემპიონატზე გასვლისთვის საქართველოს ნაკრები პრემიის სახით სამ მილიონ ლარს მიიღებს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია დღეს, 09:00 საათიდან დაიწყო და 13 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.
მე მივწერე პრეზიდენტ მაკრონს, რომ ველოდები მას საქართველოს დამოუკიდებლობის დღისთვის, 26 მაისს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „ლა ტრიბუნისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი, 20 მაისის სხდომაზე, ე.წ. ოფშორების კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს.