პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეები მსვლელობით გმირთა მოდენაზე მყოფ აქციის მონაწილეებს შეუერთდნენ. სრულად პარალიზებულია გმირთა მოედანი.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, მიგრაციის საკითხებში გერმანიის ფედერალური მთავრობის სპეციალურ რწმუნებულს, იოახიმ შტამპს შეხვდა.
ევროპისა და აზიის შეხვედრის გზაგასაყარზე მყოფი საქართველო გამოირჩევა სტრატეგიული მდებარეობით, რომელიც განუმეორებელ წვდომას გთავაზობთ განვითარებად ბაზრებზე - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა აზიის განვითარების ბანკის 57-ე შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს სემინარის დღის გახსნის ცერემონიაზე.
თიბისი კაპიტალმა და გალტ & თაგარტმა, აზიის განვითარების ბანკის (ADB) 57-ე ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში, სემინარს უმასპინძლეს თემაზე - მდგრადი დაფინანსება: ESG-ის როლი კაპიტალის ბაზარზე.
საქართველოს პარლამენტში დღეს ბიუროს და პლენარული სხდომები არ გაიმართება.
1 მაისს, რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე დაშავებული 8 სამოქალაქო პირის ჰოსპიტალიზაცია განხორციელდა. მათ შორის, ერთი გაწერილია კლინიკიდან.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ვენიდან პირველი პირდაპირი ფრენა ავსტრიის ლიდერმა ავიაკომპანია Austrian Airlines-მა შეასრულა.
აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობის წინა მხარეს პოლიციის ბარიკადები მოარღვიეს. ისინი სამართალდამცველებს სხვადასხვა ნივთებს ესვრიან.
სპეცდანიშნულების რაზმმა ჩიტაძის ქუჩაზე მყოფი მოქალაქეების მისამართით ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი კიდევ ერთხელ გამოიყენა.
აქციის მონაწილეების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მათ წინააღმდეგ რეზინის ტყვიებიც გამოიყენეს.