არასდროს დაგტოვებთ მარტო, თუმცა ყველა ჩვენგანმა თავად უნდა შექმნას ისეთი ქვეყანა, რომელზეც კანდიდატი ქვეყანა ოცნებობს , - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა პარლამენტთან დემონსტრანტების წინაშე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
ესტონეთის, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები რუსთაველზე მიმდინარე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო აქციაზე მივიდნენ.
ქართველო ხალხო, თქვენი კანონიერი ადგილი ევროპაშია და ყველა ერთად ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შეგვიძლია, რომ ეს კურსი გაგრძელდეს, – ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, მიხაელ როთის განცხადებამ უარყოფითი გამოხმაურება გამოიწვია საზოგადოებაში, განსაკუთრებით – მორწმუნეთა შორის, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში.
საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის, IATA-ს ექსპერტებმა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მასტერპლანზე მუშაობა დაასრულეს.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა. ამის შესახებ ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
საქართველოს პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსთან“ დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები არ გაითვალისწინა და ვეტო დაძლია.
დავით ქაცარავა 2022 წელს მოხალისედ წავიდა საბრძოლველად უკრაინაში, რუსეთის შესაძლებლობები იქ ვერ მიწვდა, მაგრამ მისწვდა საქართველოში, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.
ხელისუფლებამ არ მოისმინა არც თავისი ხალხის ხმა, არც თავისი მეგობრების რჩევები, არც არავის გაფრთხილება და თავის გზას შეუდგა,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ლატვიის, ესტონეთის, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებთან გამართული შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ჩვენი მიზანია ძალიან ცხადი გზავნილის გაჟღერება მმართველი პარტიის წარმომადგენელთა მისამართით, პარლამენტშიც და მთავრობაშიც - რისკებისა და სერიოზული შედეგების წინაშე დადგება საქართველო თუ ისინი განაგრძობენ ამ ძალიან სახიფათო კურსით სიარულს - ამის გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა.