სახელმწიფო დროშა ჩვენი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ყველაზე თვალსაჩინო განსახიერებაა, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში.
14 იანვარს საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება.
ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის გზაზე მოძრაობის შეზღუდვები დაწესდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
მიმდინარე პროცესებმა მორწმუნე მრევლშიც ვნებათაღელვა გამოიწვია, ვიმედოვნებთ, საპატრიარქოს განცხადებები სიმართლეს შეიტანს საზოგადოებაში და ეკლესიის ერთობას კიდევ უფრო განამტკიცებს, – ამის შესახებ აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.
რამდენიმე ავიარეისი გაუქმდა სტამბოლის, მიუნჰენის, რიგის, დუბაისა და ბაქოს მიმართულებით. გარდა ამისა, გაუქმდა სტამბოლიდან თბილისისკენ მომავალი რეისებიც.
ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
ეკლესიის გარშემო მუდმივად არიან ჩასაფრებული ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, ნებისმიერი შემთხვევა დისკრედიტაციისთვის გამოიყენონ, – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.