საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა და თბილისის მერმა, კახა კალაძემ კოჯორში იუნკერთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს და 1921 წლის თებერვალში საქართველოს დამოუკიდებლობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობის მდგრადობის კუთხით არ არის პრობლემები, შენობის დანგრევის არავითარი რისკი არ არსებობს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 28 თებერვლამდე საქართველოში დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარია მოსალოდნელი.
ვადასტურებთ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა.
შეხვედრის მონაწილეებმა ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო „გურიის ჩხავერი“ სტატუსის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
ორი წელი გავიდა, მაგრამ რუსეთმა ვერ გაიმარჯვა, ვერ შეძლო უკრაინის სიმტკიცის გატეხვა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიმართვაში აცხადებს.
საქართველო მტკიცედ დგას მეგობარი უკრაინელი ხალხის გვერდით, რაც გამოიხატება არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ ძლიერი პოლიტიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში წერს.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დასრულდა მორიგი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომლის შედეგად გაფართოვდა საიმიგრაციო ზონა, სასაზღვრო-გამშვები ზონის გამტარუნარიანობა – 44%-ით, ხოლო სასაზღვრო ჯიხურების რაოდენობა 9-დან 12-მდე გაიზარდა.
მებაჟე ოფიცრების მიერ, უცხო ქვეყნის მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის, ეჭვის საფუძველზე, დეტალური დათვალიერების შედეგად, სპეციალურად მოწყობილ სამალავებში, არადეკლარირებული საქონელი, კერძოდ - 419 კოლოფი ელექტრო სიგარეტი გამოვლინდა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძის განცხადებით, აშშ-სთან ურთიერთობის კუთხით, წლების მანძილზე გარკვეული სისუსტეები შეინიშნებოდა.