თვის ბოლომდე სრულად ამოქმედდება ტერიტორიის განათების განახლებული სისტემა. ჩვენი მიზანია, რომ ქუთაისის აეროპორტი სრულად პასუხობდეს მომსახურების საუკეთესო საერთაშორისო მოთხოვნებს, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დამატებით 500 ავტომობილზე გათვლილი ახალი ავტოსადგომი და წყალარინების სისტემა მოეწყო.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებით საქართველო ახალ, უმნიშვნელოვანეს ფაზაში გადავიდა და შემდეგი მიზანია წევრობაზე მოლაპარაკებების გახსნა.
20 იანვარს 17:00 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, „შავი ლომი“ ფრანგულ კლუბს „კლერმონს“ დაუპირისპირდება. მოდი სტადიონზე და ერთად ვუგულშემატკივროთ შავ ლომს.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა Euromoney-ის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ყოველწლიურ ფორუმში მონაწილეობს.
შეხვედრაზე მინისტრმა ყურადღება გაამახვილა წყლის რესურსების მართვის, ასევე, ჰაერის ხარისხის მონიტორინგის მიმართულებით ქვეყნის მიერ ბოლო წლებში მიღწეულ პროგრესსა და არსებულ გამოწვევებზე. ოთარ შამუგიამ ფინურ მხარეს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ყოფილი ძალოვნებისთვის პენსიის (კომპენსაციის) ზრდის შესახებ განცხადებას ავრცელებს.
როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
17 იანვარს, დიდ დიღომში, ასიათასი მოწამის ქუჩის მიმდებარედ ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალმომარაგების მაგისტრალურ მილზე, რომელიც ვაკე-საბურთალოს, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონების ქუჩების ნაწილს სასმელი წყლით ამარაგებს აუცილებელი გადაერთებითი სამუშოები ჩატარდება.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) ეხმიანება ერთ-ერთი ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლის მიერ გავრცელებულ არასწორ ინფორმაციას.