სემეკის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა განახლებადი ენერგიების განვითარების ხელშემწყობ პროექტებზე.
2023 წლის 19 დეკემბრიდან კომპანიების - ,,რუსთავის წყლისა” და ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” გაერთიანების შედეგად ქალაქ რუსთავის აბონენტებს ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” მოემსახურება.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მედიის წარმომადგენლებთან სემეკის 2023 წლის საქმიანობა შეაჯამა.
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური და პერსონალური სანქციების მე-12 პაკეტი მიიღო. როგორც ევროპული საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, ახალი შემზღუდავი ზომების სამიზნე არის რუსეთის ეკონომიკის მაღალღირებული სექტორები.
ჩვენ დავიწყეთ შიდა საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის რეფორმირება წელს და გვინდა, რომ 2024-2025 წლებში დასრულდეს ეს რეფორმაც, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის მუშაობის 2023 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
უწყების ცნობით, აკრძალვის მიზეზი რთული მეტეოროლოგიური პირობები (ქარბუქი და შეზღუდული ხილვადობა) გახდა.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ბაზაზე ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდმა ავიაკომპანია Wizz Air-მა საჰაერო ხომალდების რაოდენობა ოთხამდე გაზარდა და ქუთაისი-კოპენჰაგენი-ქუთაისის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული ფრენების შესრულება დაიწყო, – ამის შესახებ ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.
საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.