11-12 დეკემბერს, თბილისში, საქართველოს კიბერუსაფრთხოებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების რეგიონული კონფერენცია − „GITI 2023“ გაიმართა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ვენაში ენერგეტიკული გაერთიანების მინისტრთა საბჭოს რიგით 21-ე შეხვედრა გაიმართა.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების აღსანიშნავ ღონისძიებაზე შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით მიმართა და განაცხადა, რომ დღეიდან საქართველო ევროპული ქვეყანა გახდა.
გილოცავთ, გააგრძელეთ კარგი მუშაობა, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.
სალომე ზურაბიშვილი ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი არ მიეღო - აქედან გამომდინარე, მისი ადგილი, რა თქმა უნდა, ამ ღონისძიებაზე არ იყო, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
გილოცავთ, „საქართველო ლამაზო, სხვა საქართველო სად არი“. წინ საქართველო, წინ! - საბოლოო მიზანი ევროკავშირის წევრობაა, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
შეერთებული შტატები მიესალმება ევროპული საბჭოს 14 დეკემბრის გადაწყვეტილებას ევროკავშირის გაფართოების შესახებ, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განაცხადებაშია აღნიშნული.
ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველი ჯეიკ სალივანი ევრუპული საბჭოს გადაწყვეტილებებს მიესალმება.
ევროკავშირი განაგრძობს მოლდოვისა და საქართველოს მხარდაჭერას იმ გამოწვევებთან გამკლავებაში, რომლებიც მათ წინაშე დგას უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის შედეგად, – ამის შესახებ აღნიშნულია ევროპული საბჭოს დასკვნაში.