რუსეთის დაბომბვის შედეგად ოდესასთან სავაჭრო გემი Helt-ი ჩაიძირა, რომელიც პანამის დროშის ქვეშ ცურავდა
საოკუპაციო ძალების მხრიდან დაბომბვის შედეგად ოდესასთან სავაჭრო გემი Helt-ი ჩაიძირა, რომელიც პანამის დროშის ქვეშ ცურავდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით უკრაინული მედია ავრცელებს.
როგორც კი ეს შესაძლებელი იქნება, უკრაინაში ჩავალ და ომის დროს დაობლებული ბავშვის ან ბავშვების დედა გავხდები, - ამის შესახებ ტელეწამყვანმა მაია ასათიანმა განაცხადა.
ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები სარგებლობენ უვიზო მიმოსვლით ევროკავშირის სივრცეში, რაც ჩვენს საზოგადოებებს და ხალხებს შორის მჭიდრო კავშირების დასამყარებლად ძალიან კარგი შესაძლებლობაა- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის განაცხადზე ხელისმოწერისას განაცხადა.
ევროკავშირი საქართველოსა და მოლდოვასაგან წევრობის შესახებ განაცხადის მისაღებად მზადაა, - ინფორმაციას Reuters-ი ევროკავშირის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს, რომლის ვინაობას არ ასაჯაროვებს.
„გაოცებულები ვართ საქართველოს ხელისუფლების ცალკეული წარმომადგებლების კომენტარებით, რომლებიც ჩვენთვის გაუგებარი მიზეზების გამო საქართველოს შიდა პოლიტიკურ სიტუაციას უკრიანის მოვლენებთან აკავშირებენ“, - ამის შესახებ საქართველოში უკრაინის ელჩის მრჩეველი ანდრეი კასიანოვმა განაცხადა.
7-8 მარტს ჰააგაში უკრაინის საქმეზე მოსმენა გაიმართება. ინფორმაცია საქართველოში უკრაინის ელჩის მრჩეველმა ანდრეი კასიანოვმა დღეს, საელჩოში გამართულ პრესკონფერენციაზე გააჟღერა.
ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო აცხადებს, რომ სურთ, ბელარუსი უკრაინის ომში ჩაითრიონ.
დღეს, 3 მარტს, ონლაინ პრესკონფერენციის დროს, ბრიტანელმა ჟურნალისტმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს რუსეთის მიერ უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ომის დანაშაულზე კითხვა დაუსვა:
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ მოსკოვი არ გრძნობს „პოლიტიკურ მარტოობას“.
16 ათასი უცხოელი მოხალისიდან პირველი ნაკადი უკვე ჩამოდის უკრაინის დასაცავად, - ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.