დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის განცხადებით, რომ თუკი რუსეთი თავს დაესხა უკრაინას, უმკაცრესი სანქციები დაუწესდებათ კერძო პირებსა და იმ კომპანიებს რუსეთში, რომლებსაც სტრატეგიული მნიშვნელობა აქვთ ქვეყნისთვის.
უკრაინის გაერთიანებული ძალების შტაბ-ბინის პრესცენტრის ინფორმაციით, დღეს, დილის 9 საათისთვის, რუსეთ-საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის 19 დარღვევა დაფიქსირდა, მათგან 16 შემთხვევაში გამოყენებული იყო მინსკის შეთანხმებით აკრძალული იარაღი. დაიღუპა ერთი უკრაინელი ჯარისკაცი.
ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ძლიერი შტორმია, სტიქიას უკვე ემსხვერპლა 10 ადამიანის სიცოცხლე.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორის ტედროს ადანომ გებრეისუსის განცხადებით, მსოფლიოში პანდემია ჯერ არ დასრულებულა და შესაძლოა, ახალი შტამები გამოჩნდეს.
საქართველოში კორონავირუსის 13 288 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულისთვის 4 პირი დააკავა. ამოღებულია სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი. დაკავებულთა შორის არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებში ბოლო კვირის განმავლობაში კორონავირუსით დაინფიცირების მაჩვენებელმა საგრძნობლად იკლო. ინფორმაციაას განათლების სამინისტრო ავრცელებს.