NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ NATO უკრაინას მიაწვდის საჰაერო თავდაცვის სისტემებს და უფრო მეტ შეიარაღებას. ამის შესახებ NATO-ს გენმდივანმა ცოტა ხნის წინ განაცხადა.
რუსულმა საოკუპაციო ძალებმა დღეს რეკორდული დანაკარგი განიცადეს, განადგურებულია ათასზე მეტი ჯარისკაცი, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის არმიის სახმელეთო ძალების პრესსამსახური ავრცელებს.
კრემლი უკრაინის საკითხზე მოლაპარაკების გასამართად მზად არის, მინსკში დელეგაცია გაგზავნოს, – ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
მივმართავ უკრაინელ ხალხს - საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება არ შეესაბამება იმ განწყობას, რომელიც ქართველ ხალხშია. ქართველი ხალხი დგას უკრაინელების გვერდით. ის ადამიანები კი, რომლებიც ამ ერთობას უთხრიან ძირს, აგრესორის წისქვილზე ასხამენ წყალს და აუცილებლად აგებენ პასუხს,- ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს.
უკრაინელებმა ოდესის ოლქის კუნძული ზმეინი, რომლის 13 უკრაინელი სამხედრო გასულ ღამეს, რუსეთის საოკუპაციო ძალებს არ დანებდა და ყველა მათგანი დაიღუპა, დაიბრუნეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ავრცელებს.